ლატვიაში ამერიკელი სამხედროების მიღებისთვის არიან მზად
ლატვიის თავდაცვის მინისტრის, არტის პარიკსის განცხადებით, მისი ქვეყანა ამერიკელი სამხედროების მიღებისთვის არის მზად.
ამის შესახებ მინისტრმა ევროკავშირის თავდაცვითი ფორუმის დროს განაცხადა.
“მზად ვართ, რომ ჩვენს მიწაზე ამერიკული ჯარის გარკვეული რაოდენობა განლაგდეს”, – თქვა პარიკსისმა და იმედი გამოთქვა, რომ ლატვიაში აშშ-ის სამხედროების განლაგება გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების ხარჯზე არ მოხდება.
“არ ვცდილობთ გერმანელების დასჯას. გვესმის, რომ გერმანელებმა მეტი უნდა გააკეთონ, მაგრამ გერმანიაში ამერიკელი სამხედროების ყოფნა გლობალური უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, მისი განმარტებით, ევროპაში ამერიკული ჯარის ყოფნა უნდა გაიზარდოს და არა – შემცირდეს.