“პროკურატურისა და შსს-ს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებსა და გამოძიებაში არ გვაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი, მეორე მხრივ, პარტიული ტელევიზიების მიერ ნაწარმოებმა ე.წ. გამოძიებამ კრახი არაერთხელ განიცადა”

„ერთი მხრივ, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესია, რომ ობიექტურად, თითოეულ დეტალში ჩაყოლით გამოიძიოს საქმე და დადგინდეს სიმართლე, დასასჯელი დაისაჯოს, ვიცოდეთ – რა მოხდა იმ ტრაგიკულ ღამეს და მეორე მხარეს არიან, სამწუხაროდ, პარტიული ტელევიზიები, რომელთა ინტერესია, რომ ბოროტად გამოიყენონ ეს მართლაც უმძიმესი ტრაგედია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესა და ექსპერტიზის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.

„ერთი მხრივ, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, გამოძიებაში არ გვაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი, ამის არც ფაქტი არსებობს რაიმე და არც – არგუმენტი, მეორე მხრივ, პარტიული ტელევიზიების მიერ ნაწარმოებმა ეგრეთ წოდებულმა გამოძიებამ ვნახეთ, რომ არაერთხელ განიცადა კრახი; რამდენიმე, ვითომ სკანდალური ინფორმაცია გაახმოვანეს და საბოლოოდ ყველა ტყუილი აღმოჩნდა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და ამიტომ, ობიექტურად შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ უნდა ვენდოთ, გამოძიებას, თუ არ გაგვაჩნია სუბიექტური ინტერესები ამ საქმესთან დაკავშირებით. ასეთ ტრაგედიებთან დაკავშირებით მანიპულირება, სპეკულირება, ყალბი ინფორმაციების მიწოდება, ფეიკ ინფორმაციების მიწოდება თუნდაც იმ დაზღვევით, რომ ვარაუდს გამოვთქვამთ, მაგრამ ცდილობ ნახევარ საზოგადოებას დააჯერო, რომ ვარაუდის ფარგლებში რაღაც ცუდი რაღაც ხდება და თავს იზღვევ, ვითომ უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევ – ეს არის ძალიან ცუდი რამ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები