გიორგი გახარია: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მედიის თვალსაზრისით არანაირ საფრთხეს წარმოადგენს
ელექტრონული კომუნიკაციების “შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მედიის თვალსაზრისით არანაირ საფრთხეს წარმოადგენს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივაში წერია, რომ ეს არ ეხება მედიას.
„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, მედიის თვალსაზრისით არანაირ საფრთხეს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივაში წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც, გარდა მისი მფლობელებისა, სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ”, – განაცხადა გახარიამ.