გიორგი შაქარაშვილის ბიძა: ხვალინდელმა ექსპერტიზამ რამდენიმე კითხვას უნდა გასცეს პასუხი

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ხვალ დასკვნა უკვე სახეზე იქნება, ხვალინდელმა ექსპერტიზამ რამდენიმე კითხვას უნდა გასცეს პასუხი”, – ამის შესახებ 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხვალ დასკვნა უკვე სახეზე იქნება, წესით, უკვე დამთავრებული უნდა იყოს ტექნიკური სახის პროცედურები და ხვალინდელმა ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი რამდენიმე კითხვას – პირველი, რა არის ბავშვის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, მეორე – მიყენებული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდგომი და მესამე, როგორია დაზიანებების ხარისხი. ამ სამი კითხვის მიხედვით, ჩვენ გვექნება კატეგორიული ფორმა, რომელი ვერსიის გამზიარებელი ვიქნებით, მოგეხსენებათ, ოჯახი პირველივე დღეებიდან იძახის, რომ განზრახ მკვლელობის ვერსია  არის ყველაზე რეალური ვერსია”, – განაცხადა ნიკოლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები