სეულის მერი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს
სამხრეთ კორეაში სეულის მერი, პაკ ვონ სუნი გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CGTN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ პოლიციას მამის გაუჩინარების შესახებ ვონ სუნის შვილმა მიმართა.
მისი თქმით, მერი სახლიდან 4-5 საათის წინ გავიდა და გამოსამშვიდობებელი წერილის მსგავსი შეტყობინება დატოვა, მისივე თქმით, ტელეფონი გამორთული იყო.
ამასთან, სეულის მთავრობაში აღნიშნეს, რომ პაკ ვონ სუნი დღეს სამსახურში არ გამოცხადებულა და ყველა შეხვედრა გაუქმებულია.
პაკ ვონ სუნი სეულის მერის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს.