ადვოკატი: ახვლედიანმა საშველად მეგობრებს დაურეკა, ერთერთმა ტაქსი გაუგზავნა

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის, ვახო ახვლედიანის ადვოკატის, მზია ქასრაშვილის განცხადებით, ახველდიანმა არ დარეკა პოლიციაში, რადგან ნერვიულობდა და ვერ მოიფიქრა.

მისი თქმით, ახვლედიანმა მეგობრებს არაერთხელ დაურეკა და ერთერთმა ტაქსი გაუგზავნა.

“არ დარეკა პოლიციაში, ნერვიულობის გამო ვერ მოიფიქრა. პირველი ინციდენტის დროს მას დარეკილი არსად  აქვს, მეორე ინციდენტის დროს საშველად მეგობრებს ურეკავს.

მან არაერთხელ დაურეკა მეგობრებს და, თუ არ ვცდები, ლუკა ბეჟანიშვილმა გაუგზავნა ტაქსი. ახვლედიანს შიში ჰქონდა, ვერ გამოდიოდა, დამალული იყო, ამიტომ მეგობარს უთხრა, ტაქსის მძღოლს მიეცა სამი სიგნალი, რომ შეეცნო თავისად და გამოსულიყო. მას ტაქსის მძღოლის ტელეფონი არ ჰქონდა”, – განაცხადა მზია ქასრაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები