ახვლედიანის ადვოკატი: პერანგი გაშველებისას დაეხა, სახლში რომ არ შეშინებოდათ, გავიხადე და გადავაგდეო

“თვითონაც არ იცოდა, პერანგი სისხლიანი თუ იყო და ეს კარგად ჩანს კადრებში – ეტყობა, გაშველების დროს მოხვდა ხელი”, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის, ვახო ახვლედიანის ადვოკატმა, მზია ქასრაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, პერანგი საქმეში არ დევს, რადგან დახეული იყო და ახვლედიანმა გადააგდო.

“როდესაც მოხდა პირველი ჩხუბის ინციდენტი, ახვლედიანი პირველ წამებში იყო იქ, არ არის სწორი ინფორმაცია. შემდეგ გამოჩნდა ახვლედიანი, როცა ყველაფერი დაწყნარდა. ის აწყნარებს და აშოშმინებს ხალხს, თვითონ ამბობს, დასაშოშმინებლად მივედიო, შემდეგ შაქარაშვილიც გამოვიდა და აწყნარებდნენ ხალხს. ჩხუბში მას მონაწილეობა არ მიუღია.

სისხლიანი პერანგი საქმეში არ დევს. როდესაც ახვლედიანი მივიდა სახლში, ეს პერანგი, რომელიც იყო დახეული, დასისხლიანებული, ჩააგდო ნაგვის ურნაში. პერანგი იყო სისხლიანი, რადგან ამბობს, გაშველების დროს შეიძლება, მომხვდაო, თვითონაც არ იცოდა, სისხლიანი თუ იყო და ეს კარგად ჩანს კადრებში. როცა შაქარაშვილი ეუბნება, ეს რა არისო, თვითონაც იხედება და თვითონაც არ იცოდა. ეტყობა, გაშველების დროს მოხვდა ხელი.

ხიდზე უხვევს და ჩადის ბუჩქებში, 4 მეტრი, დაახლოებით, ციცაბოა და ვეჭიდებოდი ბუჩქებს, ეკლებს და სწორედ აქ დაისვარა და დაზიანდა პერანგი, თვითონაც ეკალ-ბარდებითაა დაჩხაპნილი. სახლში რომ არ შეშინებოდათ, გავიხადე და გადავაგდე პერანგიო, ეს დაფიქსირებულია ჩვენებაში”, – აცხადებს მზია ქასრაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები