გიორგი გახარია: შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას – „იმოგზაურე საქართველოში“
„შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას – „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა, თითოეულ თქვენგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში აქტიურად ჩაერთოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ტურისტული რეგიონებისთვის კრიზისისგან გამოწვეული პრობლემების შემსუბუქება მნიშვნელოვანია.
„შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას – „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა, თითოეულ თქვენგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ აქტიურად. პანდემიის წყალობით, შესაძლებლობა გვაქვს, ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზე მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ”, – განაცხადა პრემიერმა.