ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების “საქმეზე” ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო” გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. სავარაუდოდ, აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილია.