ზაალ ანჯაფარიძე Numbeo-ს რეიტინგზე: ეს არის მრავლისმთქმელი ინდიკატორი, რაც უნდა გნიასი ატეხოს ცნობილმა შემადგენლობამ თავის ტელევიზიებითა და საიტებით

„დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით, საქართველო „მწვანე”, ანუ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ზონაშია”, – ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა Numbeo-ს რეიტინგს ეხმიანება, რომლის თანახმად, დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4, ევროპის მასშტაბით კი პირველ ადგილზეა.

ანჯაფარიძის თქმით, ეს არის მრავლისმთქმელი ინდიკატორი, რაც უნდა გნიასი ატეხოს ცნობილმა შემადგენლობამ თავის ტელევიზიებითა და საიტებით.

„დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით, საქართველო „მწვანე”, ანუ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ზონაშია და ეს არის მრავლისმთქმელი ინდიკატორი, რაც უნდა გნიასი ატეხოს ცნობილმა შემადგენლობამ თავის ტელევიზიებითა და საიტებით. ეგაა საწყენი, რომ მოლდოვასა და უკრაინას ევროპად მიიჩნევენ, ჩვენ კი რატომღაც აზიას მიგვაკუთვნეს, რას იზამ, გეოგრაფია თავისას შვება. თუმცა, პრესტიჟია, რომ ასეთი ქვეყნების გვერდით ხარ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები