შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
მან “ფოტოგრაფ” იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის სრული საუბარი გაასაჯაროვა.
“კვირა” აღნიშნულ ჩანაწერს უცვლელად გთავაზობთ:
“იაკობ ბრეგვაძე რეკავს 112-ში
ოპერატორი – გისმენთ, რა მისამართზე გესაჭიროებათ დახმარება
იაკობ ბრეგვაძე – მცხეთაში ვარ, მცხეთა-თიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და მალე რომ მოხვიდეთ, შეიძლება?ოპერატორი – მცხეთაში ხართ ბატონო? მისამართი რომ მითხრათ, ქუჩა
იაკობ ბრეგვაძე – არ ვიცი ქუჩა, ქებაბ ჰაუსი აწერია, კაროჩე, რაღაც ადგილია. ჰოდა, ჩხუბი მოხდა და მალე რომ მოხვიდეთ
ოპერატორი -მცხეთის რაიონში ხართ ანუ ბატონო
იაკობ ბრეგვაძე – ანუ, ხო იცით ლოკაცია, ტელეფონით მიპოვით. მოდით მალე, რა
ოპეერატორი-თქვენი სახელი და გვარი
იაკობ ბრეგვაძე -იაკობ ბრეგვაძე
ოპერატორი-რამდენი ადამიანი ჩხუბობს, მისამართი გადავეცი, ბატონო.
იაკობ ბრეგვაძე – არ ვიცი, 10, ალბათ
ოპერატორი – რაიმე საგანი ხომ არ ფიგურირებს ან დანა ან ცეცხლსასროლი იარაღი?
იაკობ ბრეგაძე – კი, კი, კაროჩე მანქანით მოვიდნენ, მე დავიმალე იმიტომ, რომ აზრი არ ქონდა, რომ ჩავრეულიყავი, რაღაც იარაღები ეჭირათ, ჯოხი, რკინის რაღაცა, ალბათ
ოპერატორი – ცეცხლსასროლი იარაღი არ ეჭირათ ბატონო
იაკობ ბრეგვაძე – არა, არა, ოღონდ მალე მოდით იმიტომ, რომ შეიძლება, მანქანით რომ არიან, წავიდნენ და მალე მოდით, რა
ოპერატორი – ეს უშუალოდ მცხეთაში არის თუ მცხეთა მთიანეთის ტერიტორიაზე?
იაკობ ბრეგვაძე – აი, ბათუმიდან შემოსასვლელი გზა რომ არის მცხეთისკენ, მანდ არის, ქებაბ ჰაუსი აწერია და ლოკაცია შეგიძლიათ, ტელეფონით იპოვოთ და მალე მოდით, რა.
112 ურეკავს იაკობ ბრეგვაძეს
ოპერატორი-ბატონო იაკობ, 112 დან გიკავშირდებით, თქვენ მიერ გადმოცემული ლოკაცია, სამწუხაროდ, ვერ მოვძებნეთ, ქებაბ ჰაუსი სწორად მესმის?
იაკობ ბრეგვაძე – არაგვის ხიდი ხომ იცით სადაცაა.
ოპერატორი – არაგვის ხიდი?
იაკობ ბრეგვაძე – ხო
ოპერატორი– დიახ, არაგვის ხიდი, შემდეგ ზუსტად არაგვის ხიდზე. ზუსტად არაგვის ხიდზე უნდა მოვიდეს პოლიცია?
იაკობ ბრეგვაძე – კი, წეღან დამირეკა პოლიციამ და მითხრა, რომ კაიო და რა ვიცი, აბა. მოვა რო?
ოპერატორი – კარგი, გადავცემ ამას, კიდევ რაიმე ორიენტირს ხომ არ მომაწვდით?
ირაკლი ბრეგვაძე – არა, რა ვიცი, ტიპები არიან არაგვის ხიდზე, რომლებიც არიან რავიცი, იდეაში დამნაშავეები იმიტომ, რომ მანქანიდან გადმოვიდნენ და დაგვაყარეს, ასე რომ ვთქვათ.
ოპერატორი – დაშავებულები არიან ბატონო, სასწრაფო არის საჭირო?
იაკობ ბრეგვაძე – წესით კი, მაგრამ ანუ რავი რა, პროსტა მოდით.
ოპერატორი- დიახ, სასწრაფოსაც გადავეცი ეს თქვენი განცხადება, ზუსტად არაგვის ხიდზე უნდა მოვიდეს მცხეთაში?
იაკობ ბრეგვაძე – ხო
ოპერატორი- ტელეფონთან ყურადღებით იყავით.
იაკობ ბრეგვაძე –კი, ანუ ერთი წუთით, ახლა გადაეცით?
ოპერატორი – არა ბატონო, გადაცემულია ეს გამოძახება, უბრალოდ, ვერ აგნებდნენ ამ ტერიტორიას, ანუ ქებაბ ჰაუსი არ არის ასეთი მცხეთაში, როგორც ამბობენ, დიახ, ანუ ზუსტი ლოკაცია გვინდოდა.
იაკობ ბრეგვაძე – ერთი წუთით, ანუ შეგიძლიათ, გააუქმოთ გადაცემა?
ოპერატორი – აღარ არის ჩხუბი?
იაკობ ბრეგვაძე – ანუ აღარ, მორჩა ყველაფერი, დაიშალა ყველა, წავიდნენ და რაღა აზრი აქ, ახლა რომ მოხვიდეთ, მარტო მე დამიჭერთ თუ რას იზამთ?
ოპერატორი – დაჭერით თქვენ არ დაგიჭერენ, ბატონო, გადავცემ ამ ინფორმაციას, ყოველი შემთხვევისთვის მაინც, ზუსტად არაგვის ხიდზე ხართ? ანუ ბათუმიდან შემოსასვლელ გზაზე.
იაკობ ბრეგვაძე – უბრალოდ, გააუქმოთ, შეგიძლიათ?
ოპერატორი – გადავცემ, დიახ, გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, მაგრამ თქვენი ლოკაციის დაზუსტება მინდა უსაფრთხოების მიზნით, რომ თქვენ ხართ ახლა ბათუმიდან შემოსასვლელ გზაზე, არაგვის ხიდზე? კითხვაზე რომ გამცეთ პასუხი, თუ შეიძლება
იაკობ ბრეგვაძე – კი
ოპერატორი – კარგი, გადავცემ ამ ინფორმაციას”, – აღნიშნულია ჩანაწერებში.