სურსათის ეროვნული სააგენტო სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოებს ამოწმებს (ვიდეო)

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოები შეამოწმა.

სეს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი 63 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც კრიტიკული შეუსაბამობა მხოლოდ 2 შემთხვევაში აღინიშნა.

“სააგენტოს სპეციალისტებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების, მათ შორის, სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოები შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. მოწმდება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის შენახვის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და პროდუქციის ვარგისიანობა. გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია”, – აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები