“მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა შესაბამისი სტრუქტურის მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს და არ ჩავატაროთ სარისკო ექსპერიმენტები“

“თუ ჩვენ დავუშვებთ შეცდომებს, ხელიდან გავუშვებთ კონტროლის სადავეებს და დავუშვებთ იმას, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევებმა ჩვენთან მოიმატოს”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა შესაბამისი სტრუქტურის მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ ქვეყანაში მიღწეული შედეგები შენარჩუნდეს.

„რამდენადაც ძნელი იყო ამის მიღწევა, უფრო ძნელი იქნება ხელახლა ამის მიღწევა. თუ ჩვენ დავუშვებთ შეცდომებს, ხელიდან გავუშვებთ კონტროლის სადავეებს და დავუშვებთ იმას, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევებმა ჩვენთან მოიმატოს, მერწმუნეთ, განმეორებით იგივე გზის გავლა იქნება გაცილებით უფრო ძნელი და მტკივნეული, ვიდრე იმის შენარჩუნება, რაც ახლა გვაქვს.

ამიტომ, საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა შესაბამისი სტრუქტურის მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს და არ ჩავატაროთ სარისკო ექსპერიმენტები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები