“გარანტიას ვიძლევი, რომ თუ მეორე ტალღა იქნება სუსტი, თუნდაც ზომიერი, შეიძლება, ისე გადავიტანოთ, რომ მოსახლეობამ ვერც გაიგოს”

“იმედს გამოვთქვამ, გარანტია ცუდი სიტყვაა, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, რომ თუ მეორე ტალღა იქნება რბილი, სუსტი, ან თუნდაც ზომიერი, შეიძლება ისე გადავიტანოთ, რომ მოსახლეობამ ვერც გაიგოს”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

“პირველი ტალღა რომ ასეთი წარმატებით გადაილახა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევიძინეთ გამოცდილება, ვიცით, როგორ უნდა ვებრძოლოთ კოვიდს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველაფერ იმას, რაც გასული ოთხი თვის განმავლობაში გავაკეთეთ, გავითვალისწინებთ იმ ხარვეზებს, რაც არ გავაკეთეთ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ის, რაც აქამდე გაკეთდა, ძალიან დაგვეხმარება მეორე ტალღის ასევე წარმატებით დაძლევაში.

იმედს გამოვთქვამ, გარანტია ცუდი სიტყვაა, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, რომ თუ მეორე ტალღა იქნება რბილი, სუსტი, ან თუნდაც ზომიერი, თუ ის არ იქნება კატასტროფული და იმედია, რომ კატასტროფული არ იქნება, ამის საწინდარია ის რეგულაციები, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს, პირველისგან განსხვავებით, მეორე ტალღა შეიძლება ისე გადავიტანოთ, რომ მოსახლეობამ ვერც გაიგოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები