7 ივლისს დავით ნარმანია სემეკ-ის 2019-2020 საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს

7 ივლისს დავით ნარმანია სემეკ-ის 2019-2020 საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 7 ივლისს, 11:00 საათზე სასტუმრო RoomsHotel-ში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია სემეკ-ის 2019-2020 საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო უწყებების, სემეკ-ის ლიცენზიატი კომპანიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები.

საკონტაქტო პირი: ქეთი ბერიკაშვილი 577310011”, – ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები