“ფასდაუდებელია აშშ-ის დახმარება ბოლოდროინდელი გამოწვევის პერიოდში, უმნიშვნელოვანესია ლუგარის ცენტრის როლი, რომელიც ამერიკის მთავრობის უპრეცედენტო ტექნიკურ-ფინანსური ინვესტიციაა საქართველოში”

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ფასდაუდებელია აშშ-ის დახმარება ბოლოდროინდელი მსოფლიო გამოწვევის პერიოდში. მსგავსი კრიზისი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობას. აღსანიშნავია, რომ ამ რთულ პერიოდში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითმა ცენტრმა, რომელიც არის აშშ-ის მთავრობის უპრეცედენტო ტექნიკურ-ფინანსური ინვესტიცია საქართველოში. არ შემიძლია არ გამოვყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც სწორედ ამერიკული მხარის მხარდაჭერით ხორციელდება. სამაგალითოა აღნიშნული პროგრამის მიღწევები, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
​მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ აშშ ყოველთვის იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი მსოფლიოში.
ეს დღე, განსაკუთრებით მინდა მივულოცო ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს და მინდა ხაზი გავუსვა მის უმნიშვნელოვანეს ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე, როგორც პანდემიასთან ბრძოლის, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
​დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები