კელი დეგნანი: ჩემთვის დიდი პატივია განვაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და აღვნიშნო აშშ-ის დაბადების დღე ქართველ მეგობრებთან ერთად

“ქართველსა და ამერიკელს მტკიცე კავშირები აქვთ. ეს არა მხოლოდ ბრძოლაა ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისთვის, არამედ განგრძობადი ძალისხმევაა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და უფრო წარმომადგენლობითი გახდეს”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მე მინდა ვუსურვო ჩემს თანამემამულე ამერიკელებს და ჩვენს ძვირფას მეგობრებს საქართველოში ბედნიერი 4 ივლისი. ეს არის დღე, როდესაც ამერიკელმა ლიდერებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ამერიკელებმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სიტყვები თითქმის ზეპირად იციან. ეს სიტყვები ისეთივე მტკიცე და ძლიერია, როგორც 244 წლის წინ, როდესაც დეკლარაციაში პირველად ჩაიწერა, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი და სიცოცხლის, თავისუფლების, ბედენირებისკენ სწრაფვის უფლება ხელშეუხებელია. ამ უფლებების დასაცავად არსებობენ მთავრობები. 11 წლის შემდეგ აშშ-ის კონსტიტუცია იყო მიღებული, სადაც გაიწერა დემოკრატიული პროექტის სტრუქტურა. რომელსაც მშენებლობას დღესაც ვაგრძელებთ. პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, საჭიროებდა განსაცვიფრებელ სიმამაცეს ბევრი ამერიკელისგან, რომელთა ნაწილიც თქვენთვის ცნობილია. მაგალითად, აბრაამ ლინკოლნი ან მარტინ ლუთერ კინგი და ბევრი სხვა, წელს ჩვენ აღვნიშნავთ 100 წლისთავს მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში 19-ე შესწორება შევიდა, რითაც ქალებს ყველა შტატში ხმის მიცემის უფლება მიეცათ. ჩემთვის შთამბეჭდავია, რომ როდესაც ამერიკაში ჯერ კიდევ ვიბრძოდით ქალების უფლებებისთვის, საქართველოში უკვე აირჩიეს ხუთი ქალი. კიდევ 55 წელი დასჭირდა 1965 წლის საარჩევნო და უფლებების აქტის მიღებას, რათა აშშ-ს რასობრივი ბარიერები გაერღვია, რომელიც ბევრ ამერიკელს კენჭისყრაში მონაწილეობაში ხელს უშლიდა. ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომლიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებებს დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება. ეს მოითხოვს სიმამაცეს და რწმენას, რათა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ცვლის სტატუსკვოს და გზას უხსნის რეალურ პროგრესს.
​საქართველოში გატარებული ხუთი თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ქართველები ასევე თავისუფლების მოყვარული ხალხია, თქვენ მოგიხდათ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. თქვენ გამოიჩინეთ ნამდვილი სიმამაცე და რწმენა, რაც გამოიხატა დემოკრატიული რეფორმებში, რომლებიც თქვენ მიიღეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ქართველებს, ისევე როგორც ამერიკელებს, აქვთ ნება მძიმე სამუშაო შეასრულონ, რომელიც საჭიროა თქვენი ქვეყნის შესაცვლელად, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც თქვენ ოცნებობთ – თავისუფალი, უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული. ქართველსა და ამერიკელს მტკიცე კავშირები აქვთ. ეს არა მხოლოდ ბრძოლაა ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისთვის, არამედ განგრძობადი ძალისხმევა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და უფრო წარმომადგენლობითი გახდეს. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი განვაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და აღვნიშნო აშშ-ის დაბადების დღე ქართველ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები