ამირან გამყრელიძე: მოსახლეობის მხრიდან გააზრებულმა და ათვისებულმა დაცვის ღონისძიებებმა მიგვაღწევინა კარგ მაჩვენებელს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ უცხოელ ექსპერტებს ქვეყანაში არსებული ეპიდემოოლოგიური ვითარება გააცნო.

„ჩვენს ქვეყანაში კარანტინის სტრატეგია, სახლში დარჩენის სტრატეგია „კოვიდ-19“-ის დროს, საბოლოოდ, გაირკვა, რომ საკმაოდ დროულად, მრავალსექტორულად განვახორციელეთ და ეს არის სწორედ საწინდარი იმისა, რომ დღეისთვის საქართველოს შეუძლია, იამაყოს წარმატებით.

ჩვენ დროზე დავიწყეთ რეაგირება, იანვრიში, როცა ჩინეთში გამოჩნდა პირველი შემთხვევები ეპიდემიისა და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი, დროული და მრავალსექტორული იყო. არა მხოლოდ სამედიცინო სფერო ჩაერთო, არამედ – უამრავი სხვა სექტორი ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისა.

ასე რომ, მოსახლეობამ ძალიან კარგად გაიზიარა და აითვისა დაცვის ღონისძიებები და, რა თქმა უნდა, მოქალაქეების მხრიდან სწორედ ასეთი გაცნობიერებით ჩვენ შევძელით, მიგვეღწია კარგი მაჩვენებლისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები