კახა კუჭავა გამოცემა atlantico-ს სტატიაზე: ევროპელი ჟურნალისტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება და იმ მიღწევებზე საუბარი აღარ არის გასაკვირი

„ევროპელი ჟურნალისტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება და იმ მიღწევებზე საუბარი აღარ არის გასაკვირი – ძალიან საინტერსო სტატიაა, სადაც მითითებულია ის კონკრეტული მიღწევები, რომლებიც საქართველოს აქვს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ გამოცემა atlantico-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სტატიაში ძალიან საინტერესო შედარებებია მოყვანილი, მაგალითად, საინვესტიციო გარემოს კუთხით საქართველო დანიასთან არის შედარებული და ამ კუთხით საქართველო ერთერთი მოწინავე ქვეყანაა ევროპაში.

„რა თქმა უნდა, საუბარია სხვა მიმართულებებზეც. ვიმედოვნებ, რომ ასეთი ტემპი არ დავარდება ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მისწრაფებების ევროინტეგრაციის მიმართულებით და უფრო ბევრი საინტერსო სტატია იქნება მომავლში იმ ახალ მიღწევებზე, რომლებიც ქვეყანას ექნება”, – განაცხადა კახა კუჭავამ.​

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები