დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო: 1-ელი ივლისის მდგომარეობით, 104 547-მა თვითდასაქმებულმა პირმა 300, ხოლო პანდემიის გამო დაზარალებულმა 125 165-მა პირმა 200 ლარი მიიღო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 165 626 პირი დარეგისტრირდა. სააგენტოს ცნობით, მათგან 104 547-მა პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.
რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ – 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები