ლატვიაში “რაშა თუდეის” მაუწყებლობა აკრძალეს

ლატვიის მედიის საკითხთა ეროვნულმა საბჭომ მედიაჯგუფის, RT-ის შვიდი ტელეარხის მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

შესაბამისი განცხადება საბჭოს საიტზე განთავსდა.

მაუწყებლობის აკრძალვა შეეხება ტელეარხებს: RT, RT HD, RT Arabic, RT Spanish, RT Documentary HD, RT Documentary და RT TV.

ლატვიის სპეცსამსახურების აზრით, აღნიშნული არხები დასავლეთ ევროპაში რუსეთის პროპაგანდის ყველაზე გავლენიან პლატფორმას წარმოადგენენ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აკრძალვის ფორმალური მიზეზი გახდა ის, რომ “ეს არხები დიმიტრი კისილიოვის კონტროლს ქვეშ არის, რომელზედაც ევროკავშირის სანქციები მოქმედებს”. გარდა ამისა, აღნიშნულ ტელეარხებზე არაერთხელ გაჟღერებულა, რომ “ლატვია არშემდგარი სახელმწიფოა”.

“მტკიცებულება, რომელიც მოვიპოვეთ, საკმაოდ წონადია და ევროკავშირის ყველა რეგულატორს ვთხოვთ, ჩვენს მაგალითს მიბაძონ და საკუთარ ტერიტორიებზე RT აკრძალონ. ასეთ გადაცემებისთვის არ არის ადგილი არც ლატვიაში და არც – ევროკავშირში”, – განაცხადა NEPLP-ის თავმჯდომარე ივარ აბოლინშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები