კადიროვი: ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად სამუდამოდ უნდა ავირჩიოთ
რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ხელმძღვანლად ხელდასმული რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ქვეყნის პრეზიდენტად სამუდამოდ უნდა იყოს არჩეული.
ამის შესახებ კადიროვმა რესპუბლიკის მაღალჩინოსნებთან თათბირზე განაცხადა.
“სულ ვამბობ: ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად სამუდამოდ უნდა ავარჩიოთ. ვის შეუძლია დღეს მისი ჩანაცვლება? მსოფლიოს მაშტაბით ვერ მოიძებნება ასეთი ლიდერი. ამით უნდა ვიამაყოთ”, – განაცხადა კადიროვმა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში შესწორებები კეთდება “მხოლოდ სახელმწიფო პოზიციების განსამტკიცებლად, რომ სახელმწიფოს შენარჩუნება მოხერხდეს”.
“ყველა ნათესავს, ახლობელს ვეუბნებოდი და ვეუბნები: ყველა უნდა გავიდეთ და ხმა კონსტიტუციაში შესწორებებს უნდა მივცეთ. თუ ვინმე არ გავიდა ოჯახთან ერთად ხმის მისაცემად, ესე იგი, მისთვის სულ ერთია, როგორი მომავალი ექნებათ მის შვილებს”, – განმარტა კადიროვმა.