ამირან გამყრელიძე: იმის გამო, რომ არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, უნდა ავიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ

“წელს ერთერთი პროგნოზია, რომ შესაძლოა, კორონავირუსული ინფექციისა და გრიპის ინფექციის ზედდება იყოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წელს გრიპის საწინააღმდეგოდ სახელმწიფო, დაახლოებით, 135 000 ვაქცინას მიაწვდის მოსახლეობას.

„გრიპი, სამწუხაროდ, ყველას სურდო გონია, ის სურდოს სახით გამოიხატება, მაგრამ მას იწვევს გრიპის ვირუსი, რომელიც სერიოზული ვირუსია. ამიტომ, წელს უფრო მეტი უნდა აიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო კიდევ მეტს, დაახლოებით, 135 000 დოზას შემოგთავაზებთ ვაქცინებისას, რომელიც იქნება რისკჯგუფებისა  და კომერციული სექტორისათვის. წელს ერთერთი პროგნოზია, რომ შესაძლოა, იყოს ზედდება კორონავირუსული ინფექციისა და გრიპის ინფექციის. იმის გამო, რომ არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, უნდა ავიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ – ისინი, ვისაც მაღალი რისკი აქვს, რომ ადვილად გადავიტანოთ გრიპი და არ იყოს ზედდება ამ ორი ინფექციისა. გვაქვს ოთხკომპონენტიანი ფრანგული ვაქცინა და ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია”, – გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები