მარინა ეზუგბაია: ვერ გეტყვით, დაიწყო თუ არა მეორე ტალღა, საქართველოში სიმშვიდეა და იმედია, ასე გაგრძელდება

“მეორე ტალღაზეა საუბარი თუ პირველი ტალღის გაგრძელებაა, ჩემთვის ეს არ არის გამყოფი ზოლი”, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ კითხვას – “მსოფლიოში უკვე საუბრობენ კორონავირუსის მეორე ტალღაზე და როდის არის მოსალოდნელი საქართველოში”.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით, ჯერჯერობით, სიმშვიდეა.

„მეორე ტალღაზეა საუბარი, თუ პირველი ტალღის გაგრძელებაა, ჩემთვის ეს არ არის გამყოფი ზოლი. ჩამთავრდა პირველი ტალღა და დაიწყო მეორე? არ ვიცი, ვერ გეტყვით. მკაფიოდ თქმა იმისა, რომ ნამდვილად მეორე ტალღა დაიწყო, ვერ გეტყვით. ჩვენს ქვეყანაში, ჯერჯერობით, სიმშვიდეა და იმედია, ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები