მარინა ეზუგბაია: ჯერჯერობით, შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში ყირიმ-კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფექციურში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ერთი პაციენტია მოთავსებული, რომელიც გამოჯანმრთელდა და კლინიკას მალე დატოვებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელ დღემდე ყირიმ-კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
„ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავს, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და, ალბათ, მალე კლინიკას დატოვებს. საეჭვო ყირიმ-კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც გამოირიცხა აღნიშნული დიაგნოზი და ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინიც დატოვებენ კლინიკას.
ჯერჯერობით, შემიძლია გითხრათ, ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ 10 დადასტურებული ყირიმ-კონგოს შემთხვევაა დღევანდელ დღემდე”, – განაცხადა ეზუგბაიამ.