ვიოლა ფონ კრამონი: ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში ყველა არ მონაწილეობდა

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა ყველას არ მიუღია.

“ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში. ამ მიღწევამ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი უნდა გახადოს”, – წერს ევროპარლამენტარი “ტვიტერში”.

ევროპარლამენტარი მხარეებს მოუწოდებს, მიიღონ ისეთი საარჩევნო კოდექსი, რომელიც სრულად ასახავს ODIHR-ის რეკომენდაციებს, შექმნან მშვიდობიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო, თავი შეიკავოთ პოლარიზაციისა და ძალადობის გამომწვევი ქმედებებისგან, „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსები და არ ისარგებლოს უსამართლო ფინანსური უპირატესობით.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები