გიორგი გახარია ხანგოშვილის საქმეზე: ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძიებაში თავის პარტნიორებთან ერთად

“ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძიებაში თავის პარტნიორებთან ერთად”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გერმანული მხარე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კონკრეტული ნაბიჯებისაგან თავს იკავებს და იგივე პოზიცია აქვს ქართულ მხარეს.

„გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია პროკურატურის გამოძიებიდან გამომდინარე, მაგრამ სანამ გერმანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთ, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთო. ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენ. ეს პოზიცია ჩვენ შეთანხმებული გვაქვს იმიტომ, რომ ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძიებაში თავის პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები