“ნაცმოძრაობა”, “გაქცეული პრეზიდენტი” და მათი ზონდერ-ჟურნალისტები, იმის მაგივრად რომ გირგვლიანის, რობაქიძის და სხვა უამრავი ტრაგედიის გამო ბოდიშებს იხდიდნენ, მერვე წელია ცდილობენ პარალელების გავლებას სხვადასხვა ტრაგედიებსა და თარიღებს შორის”
სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, სადაც ჟორჟოლიანმა 2006 წელს გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანისა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტები ერთმანეთს შეადარა.
ბოჟაძის განმარტებით, ნაცვლად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა ტრაგედიის გამო ბოდიშებს იხდიდეს, აგერ უკვე მერვე წელია ცდილობს თითქოსდა პარალელების გავლებას სხვადასხვა ტრაგედიებსა და თარიღებს შორის:
„ნაციონალური მოძრაობა”, „გაქცეული პრეზიდენტი” და მათი ზონდერ-ჟურნალისტები, იმის მაგივრად რომ გირგვლიანის, რობაქიძის, 7 ნოემბერის, 26 მაისისა და სხვა უამრავი ტრაგედიის გამო ბოდიშებს იხდიდნენ, აგერ უკვე მერვე წელია ცდილობენ თითქოსდა პარალელების გავლებას სხვადასხვა ტრაგედიებსა და თარიღებს შორის. ახლა უკვე „მაჟორიტარობის კანდიდატის” მეუღლის შეკვეთით კუდის მიერ მოკლული გირგვლიანის საქმის შედარება (იხილეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება) შაქარაშვილის ტრაგედიასთან არის სამარცხვინო მცდელობა კიდევ ერთხელ არ აღიარო „ნაცმოძრაობის” სისტემური დანაშაული და დაანახო საზოგადოებას, რომ განა მხოლოდ არ ინანიებ ცოდვებს, არამედ (ღმერთმა და ამომრჩეველმა არ ქნას არასდროს) ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში მზად ხარ 100-ჯერ მეტი უბედურება დაატრიალო”, – აღნიშნავს ბოჟაძე.