სურსათის ეროვნული სააგენტო ტურისტულად აქტიურ რეგიონებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით აჭარაში ობიექტებს ამოწმებენ და რეკომენდაციებს გასცემენ. სეს-ის ინფორმაციით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის წესების დაცვისა და სურსათის უვნებლობის სხვა მაჩვენებლებზე მიმდინარე კვირის განმავლობაში შემოწმდა 100-მდე სასურსათო ობიექტი, საწყობი, ხორცის მაღაზია და კვების ობიექტი.
სურსათის უვნებლობის მოთხოვნების პარალელურად, სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს „კოვიდ-19″-თან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების წესებზე და გასცემს რეკომენდაციებს.
“სურსათის ეროვნული სააგენტო წელსაც აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ტურისტულად დატვირთულ რეგიონებში. ჩვენი პრიორიტეტია უვნებლობის სტანდარტების მაქსიმალური დაცვა, რაშიც  გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა იმისათვის, რომ ტურისტული სეზონი წარმატებულად ჩატარდეს და დაცული იყოს მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა, მუდმივად ვთანამშრომლობთ ბიზნესსექტორთან და აქტიურად ვაგრძელებთ კონტროლს”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
​მიმდინარე წელს აჭარის რეგიონში 1170 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, გამოვლინდა 293-მდე დარღვევ (ტემპერატურული რეჟიმის, ეტიკეტირების წესის, სურსათის შენახვა-რეალიზაციის ვადების ), რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები