პრემიერი: სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას ისაუბრა.

„ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა – დაწყებული ანაზღაურების გაზრდიდან სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებამდე, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი უნიფორმითა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს ყოველდღიური ცხოვრების, ვარჯიშისა და შრომის შესაძლებლობას აძლევს ღირსეულ პირობებში. ამისთვის სამინისტრო დღეს სერიოზულ აქტივობებს ატარებს. და, რა თქმა უნდა, ტექნიკური გადაიარაღება, რაც ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარის ეფექტიანობის გაზრდისთვის, რომელშიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან“, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები