კარლ ჰარცელი “მეღვინეობა შილდას” სტუმრობს

ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით, მდგრადი ენერგიის ჯილდოს გამარჯვებული ქართული ენერგოეფექტური კომპანია „მეღვინეობა შილდა“ გახდა.

ქვეყნის და რეგიონის ეკოლოგიაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიისთვის და შესაბამისად, დიდი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას.

დღეს მეღვინეობას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარლცელი სტუმრობდა, რომელმაც ენერგოეფექტური სტანდარტით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერა.

ევროკავშირისა და EBRD-ის მხარდაჭერით შეძენილმა ენერგოეფექტურმა აღჭურვილობამ „მეღვინეობა შილდაში“: 60%-ით შეამცირ ამოხმარებული ენერგია, ხელი შეუწყო ეკოლოგიურად სუფთაპროდუქციის წარმოებას, მოხმარებული ენერგია საგრძნობლად შემცირდა.

„მეღვინეობა შილდაში“ აღნიშნავენ, რომ ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისათვის. ასევე, აღსანიშნავია, კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების როლი, რომელთა დაუღალავი შრომით საუკეთესო შედეგი იქნა მიღწეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები