ტრამპი: აშშ გერმანიიდან სამხედროების ნაწილს პოლონეთში გადაისვრის

გერმანიაში დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება, ნაწილი კი პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში იქნება გადანაწილებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პოლონელ კოლეგასთან, ანჯეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დუდა პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, რომელიც ტრამპს პანდემიის შემდეგ ეწვია.

ტრამპმა დაადასტურა, რომ საუბარია კონტინგენტის 25 ათასამდე შემცირებაზე.

თავის მხრივ, დუდამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობის ახალ სტადიაზე გადადის, “არსებობს პოლონეთში ამერიკული ჯარის გაზრდის შესაძლებლობა”.

ამასთან, მან აშშ-ის პირველ პირს სთხოვა, ევროპიდან ამერიკული ჯარი მთლიანად არ გაიყვანოს, რადგან კონტინენტზე მათი ყოფნა უსაფრთხოების გარანტია.

ამჟამად, გერმანიაში 52 ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერია დისლოცირებული. ჩვეულებრივ დროს მათი რაოდენობა, დაახლოებით, 35 ათას შეადგენს, მაგრამ სამხედრო მანევრების დროს პერიოდულად იცვლება.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გერმანიას სექტემბრისთვის 9500 ამერიკელი სამხედრო და ოფიცერი დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები