მონტენეგროში აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს – დაშავებულია 4 სამართალდამცველი
მონტენეგროს ქალაქ ნიკშიჩიში გვიან ღამით აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა, რომლის შედეგად სამართალდამცველებმა შეკრებილების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
არეულობის დროს დაზიანებულია რამდენიმე სამსახურებრივი მანქანა, ოთხი სამართალდამცველი დაშავდა.
აქციას წინ უძღოდა რამდენიმე საათით ადრე დედაქალაქში ოპოზიციური დემოკრატიული ფრონტის დეპუტატების – მილუნ ზოგოვიჩისა და მარინა იოჩიჩის დაკავება. ამის შემდეგ, დაახლოებით, 200-მდე მათი მხარდამჭერი პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბა. მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. აქციაზე დააკავეს 18 ადამიანი.
გარდა ამისა, პოლიციის განყოფილებებთან პროტესტი ქალაქ ბიელო-პოლესშიც მიმდინარეობდა, სადაც 150-მდე პირმა ქალაქებს შორის დამაკავშირებელი გზის ბლოკირება მოახდინა.