რაზე საუბრობდნენ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი სინგაპურში სამუშაო ლანჩის დროს – ბოლტონის მემუარები

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონის თქმით, 2018 წელს სინგაპურში გამართული დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტის დროს სამუშაო ლანჩის მსვლელობისას ორი ქვეყნის ლიდერი გოლფსა და კალათბურთელ დენის როდმანზე საუბრობდნენ.

ამის შესახებ ბოლტონის მემუარების წიგნში – “ოთახი, სადაც ყველაფერი მოხდა: მემუარები თეთრი სახლიდან” არის ნათქვამი.

​”საუბრის დაწყება მსუბუქი იყო. კიმი აღწერდა საკუთარ ვიზიტს სასტუმრო კომპლექს “კაზინო შელდონ ადელსონში”, რომელიც სინგაპურის ღამის ცხოვრების ერთერთი კაშკაშა ადგილია. კიმი და ტრამპი გოლფზე საუბრობდნენ, დენის როდმანზე და იმაზე, როგორ მოუგო აშშ-ის ფეხბურთის ქალთა ნაკრებმა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის გუნდს”, – წერს ბოლტონი.

ბოლტონის თქმით, მოლაპარაკების დროს კიმ ჩენ ინი ოპტიმისტურად იყო განწყობილი იმის მიმართ, თუ რამდენად სწრაფად ახერხებენ მხარეები შეთანხმების მიღწევას. ასევე, მან დასვა კითხვა, რატომ ვერ მოახერხეს იმავეს გაკეთება მათმა წინამორბედებმა, რაზეც ამერიკის ლიდერმა თქვა: “ისინი სულელები იყვნენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები