შს სამინისტროს აკადემია სასწავლო კურსების ონლაინრეჟიმში ჩატარებას განაგრძობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სისხლის სამართლის საქმის ელექტრონული წარმოების ელექტრონული კურსი – CrimeCase მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, სწავლება კრიმინალური გამოძიების სისტემის ახალ ვერსიას წარმოადგენს და მასში განხილულია ის ძირითადი ობიექტები, სუბიექტები და ქმედებები, რომელთა გამოყენებაც გამომძიებელს სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების დროს უწევს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, დაიწყო ელექტრონული ტრენინგი – „სატრანსპორტო საშუალებების შეჯახების ბარათის შევსების ინსტრუქცია”. აღნიშნული კურსის მიზანი პოლიციის თანამშრომლებისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ბარათის შევსების პრინციპების გაცნობაა.