განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამო და ოჯახს უსამძიმრებს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს „საბურთალოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გიორგის ოჯახსა და მეგობრებს”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გუშინ იპოვეს.