ისრაელში კორონავირუსის მეორე ტალღაა

ისრაელი კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღაში შევიდა, – ნათქვამია კოვიდ19-თან ბრძოლის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის ანგარიშში, რომელიც სამხედრო დაზვერვისა და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

უწყების ინფორმაციით, ეპიდემიის ზრდა იმის მაჩვენებელია, რომ ივლისში ინფიცირების ათასობით ახალი შემთხვევა და ასობით ლეტალური შედეგი დადგება.

აღინიშნება, რომ ახალი ტალღა მახასიათებლებით პირ​ველისგან განსხვა​ვებული იქნება, თუმცა ნაკლებად სერიოზული არ იქნება. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ დაავადების ამჟამინდელი ზრდა საერთოეროვნული კარანტინის შემოღების საფრთხეს ტოვებს.

დაზვერვასა და ჯანდაცვაში შეშფოთებას გამოთქვამენ მოქალაქეების ზედაპირულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც პირბადეების ტარებას უკავშირდება, ასევე, პროფილაქტიკის სხვა ზომების იგნორირებას.

ისრაელში ბოლო დღეებში დაავადებულთა ყოველდღიური მატება 200-300 ადამიანს შეადგენს მაშინ, როდესაც მაისში ეს მაჩვენებელი 20-მდე იყო შემცირებული.

21 ივნისს ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის, ქვეყანაში სრული “ლოკდაუნი” გამოაცხადოს, თუ ნიღბების ტარებისა და სოციალური დისტანცირების მოთხოვნა მასობრივად იქნება უგულებელყოფილი.

ისრაელში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების 20 778 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 307 ლეტალური შემთხვევა და 15 714 გამოჯანმრთელებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები