“საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭს ხვალ უყრის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ხვალ გაიმართება არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით კენჭისყრა, ხოლო მომდევნო კვირაში უკვე გაიმართება საბოლოო კენჭისყრა. ამით პარლამენტი სამჯერ განიხილავს და დაასრულებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას. ინიცირდება პარალელურად საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დაფუძნებულია ეუთო-ოდირის რეკომენდაციებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.