ბოლტონი: ტრამპს ბაიდენის დისკრედიტირება უნდოდა
“აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში გამოძების დაწყებით ყოფილი ვიცეპრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის დისკრედიტირებას შეძლებდა.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა.
“კვირები და თვეები გადიოდა და ის ამაზე სულ უფრო საუბრობდა. აკვიატებული იდეა გახდა, რომ თუ შეძლებდა იმის გამოძიებას, რაც უკრაინაში ხდება, ბაიდენის დისკრედიტირებას შეძლებდა”, – განაცხადა ბოლტონმა ABC News-თვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ტრამპი მიიჩნევდა, რომ გამოძიება არჩევნებში მის მეორედ არჩევას შეუწყობდა ხელს.
“ეჭვს არ იწვევს, რომ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა”, – დასძინა ჯონ ბოლტონმა.
23 ივნისს ჯონ ბოლტონის მემუარები გამოვა სახელწოდებით – “ოთახი, სადაც ყველაფერი მოხდა”.
მედიაში მოხვედრილმა ამონარიდებმა თეთრი სახლის მკვეთრი რეაქცია უკვე გამოიწვია.
იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ წიგნი არ უნდა გაიყიდოს, რადგან შესაძლოა, საიდუმლო მასალებს შეიცავდეს. სასამართლოში სარჩელიც შევიდა, რომ წიგნი გაყიდულიყო, თუმცა მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბოლტონის წიგნი ხვალიდან გაიყიდება.