ბოლნისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის მკვიდრს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

მათი თქმით, პაციენტი მარნეულის პედიატრიულ კლინიკაში ბავშვთან ერთად მკურნალობდა. კოვიდინფექცია სწორედ ამ კლინიკაში დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგებმა ინფიცირებულის ოჯახის წევრები COVID-19ზე გამოიკვლიეს და არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.
ბავშვის ტესტის პასუხს კი ამდრომდე ელოდებიან

მუნიციპალიტეტში, ჯამში კორონავირუსის 191 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 172 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 4 – გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები