პომპეო ბოლტონზე: მოღალატე აღმოჩნდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონს “მოღალატე” უწოდა, მისი წიგნი კი “სიცრუედ” შეაფასა.

ამის შესახებ პომპეოს წერილშია ნათქვამი.

“მისი წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ამონარიდებიდან გამომდინარე, რომელიც გამოქვეყნდა, ჯონ ბოლტონი სიცრუის შემცველ მოსაზრებებს ავრცელებს, ნახევრად სიმართლესა და, უბრალოდ, საკუთარ მოსაზრებებს. სახიფათო და დასანანია, რომ ბოლტონი ბოლო საჯარო გამოსვლაში მოღალატე აღმოჩნდა, რომელმაც ამერიკას ზიანი მიაყენა და თავისი ხალხის ნდობით ისარგებლა”, – ნათქვამია წერილში.

“მსოფლიოში ჩვენს მეგობრებს მსურს, ვუთხრა: თქვენ იცით, რომ პრეზიდენტ ტრამპის ამერიკა სიკეთის სიძლიერეა”, – განაცხადა პომპეომ.

დღეს ვაშინგტონში სასამართლო იუსტიციის სამინისტროს სარჩელს განიხილავს, რომელიც ჯონ ბოლტონის წიგნის გამოქვეყნების შეჩერებას ითხოვს.

ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მემუარებში საიდუმლო მასალებიცაა შესული, ბოლტონმა კი მათი დაწერა მთავრობასთან არ შეათანხმა.

ამასთან, გამომცემლობაში ამბობენ, რომ წიგნი უკვე დაბეჭდილია და გავრცელებული, თუმცა ჯერ არ იყიდება, ამიტომ პუბლიკაციის შეჩერება დე ფაქტო უკვე შეუძლებელია.

ბოლტონის წიგნის გაყიდვა 23 ივნისს იგეგმება.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები