ტრამპი ბოლტონის წიგნზე – “სიცრუის კრებულია”
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების მისი ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წიგნი “ოთახი, სადაც ყველაფერი მოხდა: თეთრ სახლზე მოგონებები” – სიცრუის კრებულია.
ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, წიგნი არის მოგონილი ისტორიების კრებული, რომელთა მიზანია მისი ცუდად წარმოჩენა.
“უამრავი უაზრო განცხადება, რომელსაც მე მაწერს, არასდროს გაკეთებულა”, – წერს ტრამპი.
მისივე თქმით, მემუარების გზით ბოლტონი ცდილობს, მასზე შური იძიოს, რადგან ის, როგორც “არანორმალური”, გაათავისუფლეს სამსახურიდან, “რასაც რეალურად წარმოადგენს”.
ტრამპის თქმითვე, წიგნს უკვე აქვს უარყოფითი რეცენზიები.
ჯონ ბოლტონის მემუარები 23 ივნისს გამოიცემა.