“ეკონომიკის აღდგენის გეგმა დაბალანსებული უნდა იყოს და უნდა ითვალისწინებდეს როგორც ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ასევე, იმ კონკურენტულ უპირატესობებს, რომელიც ქვეყანას აქვს”
“საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ გახდება უფრო ეფექტური. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკური პლატფორმის ჯგუფებთან ვსაუბრობთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას დიდი სატრანზიტო პოტენციალი აქვს, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს.
” ეს იყო აბსოლუტურად გააზრებულად გაკეთებული იმისთვის, რომ შემდგომი პოსტკრიზისული საშუალო და გრძელვადიანი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის გეგმა უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული და უნდა ითვალისწინებდეს როგორც ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ასევე, იმ კონკურენტულ უპირატესობებს, რომლებიც ქვეყანას აქვს.
ჩვენ ბევრი რამის წარმოება შეგვიძლია, ჩვენ ამას ვაჩვენებთ. ჩვენი სავაჭრო ბალანსი სულ უფრო და უფრო პოზიტიურად იცვლება, გვაქვს შესანიშნავი და დიდი სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ და გვაქვს, რაც მთავარია, მაღალინტელექტუალური ადამიანური რესურსი, რომელმაც უნდა შექმნას ყველაზე მაღალი დამატებითი ღირებულება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.