კარლ ჰარცელი: პარლამენტის თავმჯდომარემ არჩევნებისა და ჯანდაცვის საკითხების განსახილველად მოგვიწვია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი არჩევნების საკითხებსა და ჯანდაცვის კუთხით არსებულ ვითარებას შეეხება.

„ჩვენ მოგვიწვია სპიკერმა და ახლა გვექნება დისკუსია, რათა განვიხილოთ არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია, ასევე, ჯანდაცვის კუთხით არსებული სიტუაცია. მე უფრო მოსმენის რეჟიმში ვიქნები და ვნახოთ, რა შედეგამდე მივა დისკუსია. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საკითხები, რასაც პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. მე თვალ-ყურს მივადევნებ, რომ ყველა დისკუსია ღია და ინკლუზიურ ფორმატში წარიმართოს“, – განაცხადა ჰარცელმა.

​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.

​გარდა ამისა, შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც ესწრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები