ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირებულ ექვს შემთხვევაზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს

კორონავირუსით ინფიცირებულ ექვს შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს დადასტურებული ხუთი შემთხვევიდან ყველა ინფიცირების წყარო მოძიებულია.

„თითქმის ყველა წყაროზე გავედით, კიდევ ექვსზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ეს წინა შემთხვევებია და არა – ბოლო. ბოლო ხუთი შემთხვევის ყველას წყარო ცნობილია. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 893 შემთხვევაა დადასტურებული, დღეს დაემატა ხუთი. ეს არის ერთეული შემთხვევები, ყველა შემთხვევებში ჩვენ უკვე თითქმის წყარო ვიცით, ყველა შემთხვევის კონტაქტი არის იზოლირებული, კარანტინში გადაყვანილი და მიმდინარეობს მათზე ზედამხედველობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები