აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი საკუთარ მემუარებში ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საჯაროდ მხარს უჭერდა, პირად საუბრებში მათ გამო “ბუზღუნებდა”.
ბოლტონის წიგნიდან – “ოთახი, სადაც ყველაფერი მოხდა” ამონარიდს CNN ავრცელებს.
ბოლტონის თქმით, ტრამპი სანქციების გამო მუდმივად “წუწუნებდა და ბუზღუნებდა”, თუმცა საჯაროდ მათ პროპაგანდას ახდენდა.
“სკრიპალების მოწამვლის გამო, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირველი რაუნდის შემდეგ, ტრამპს სასჯელის გაუქმება სურდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ ზედმეტად მკაცრი იყო. ტრამპმა პომპეოს ლავროვთან დარეკვა დაავალა, რომ ეთქვა “რომელიღაცა ბიუროკრატმა გამოაქვეყნა სანქციები”, თუმცა ზარი შეიძლება, განხორციელებულიყო ან არა”, – წერს ბოლტონი.
მისივე თქმით, საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 10 წლის თავზე ტრამპმა მოსკოვის კრიტიკის შემცველი განცხადების გავრცელება აკრძალა.
ბოლტონის თქმით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რამდენად უჭირს ტრამპს, პირადი ოფიციალურ ურთიერთობას გამიჯნოს.