კახა კალაძე: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდებოდეს უპრობლემოდ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ვფიქრობ, თბილისის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო პოლიტიკა. ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორია, ზოგადად, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა.
სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება არის ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეთმობა ყველაზე დიდი ყურადღება, ასევე, ფეხითა და ველოსიპედით მოსიარულეებს. თქვენ, ალბათ, დააკვირდებით, ყველა ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტში ეს ყველაფერი არის პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილებული.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, უნდა მოძრაობდეს ქალაქში შეზღუდვების გარეშე და ის სამუშაოები, რაც მიდის მაგალითად ჭავჭავაძის გამზირზე – ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ, ხაზს ვუსვამ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში გადაადგილდებოდეს უპრობლემოდ, არა კერძო ავტომობილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფეხით მოსიარულეები და ასევე ველობილიკები, რომლებიც კეთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები