კახეთში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ წვევამდელს ჯარში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა და გამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები