გია აბაშიძე: გამოჩნდა, რომ მავნებელი და ვერაგი “ნაცმოძრაობა” ლობისტური ჯგუფებით ევროპასა და აშშ-ში ებრძვის საკუთარ ქვეყანას

“კონგრესმენმა ბეიკონმა დაადასტურა, რომ საქართველო და აშშ არიან სტრატეგიული პარტნიორები და ორ ქვეყანას შორის საკმაოდ მაღალი დონის ურთიერთობაა”, – ასე ეხმაურება ექსპერტი, გია აბაშიძე კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებას.

მისი თქმით, გამოჩნდა, რომ მავნებელი და ვერაგი “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი ლობისტური ჯგუფებით ევროპასა და აშშ-ში ებრძვის საკუთარ ქვეყანას.

“ბატონი ბეიკონი მკაფიოდ გაემიჯნა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის სარეკომენდაციო დოკუმენტში გაკეთებულ აბსურდულ ჩანაწერს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ეს აბსურდული ჩანაწერი არც მას და არც სხვა კონგრესმენებს არ გაუკეთებიათ, რომ ეს ტექნიკური ჯგუფის მიერ შეტანილი არასწორი ჩანაწერია.
რა გამოჩნდა? ის, რომ მავნებელი და ვერაგი “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარი ლობისტური ჯგუფებით ევროპასა და აშშ-ში ებრძვის საკუთარ ქვეყანას.

არ გაგიკვირდეთ, რომ ტექნიკური ჯგუფის წევრები იყვნენ “დამოუკიდებელი” ქუთელიები და ბუზიაშვილები.

ამასთან, კონგრესმენმა ბეიკონმა დაადასტურა, რომ საქართველო და აშშ არიან სტრატეგიული პარტნიორები და ორ ქვეყანას შორის საკმაოდ მაღალი დონის ურთიერთობაა, რაც კიდევ უფრო გაღრმავდება”, – წერს გია აბაშიძე.

ცნობისთვის, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი.

კონგრესმენის თქმით, დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და  დოკუმენტის შედგენაში ტექნიკური ექსპერტები დაეხმარნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები