თურქეთის საელჩო: საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფრენების გაუქმების გამო ვერ ახერხებენ თურქეთის დატოვებას, არ დაჯარიმდებიან

თურქეთის საელჩო კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პირები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ თურქეთის დატოვებას, საჯარიმო სანქციებს არ დაექვემდებარებიან.

“პირები, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ფრენების გაუქმების გამო, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იმყოფებიან თურქეთში და ვერ ახერხებენ მისი ტერიტორიის დატოვებას, არ დაექვემდებარებიან პირობით ან უპირობო საჯარიმო სანქციებს, თუ მათ იძულებითი გარემოებების არსებობის პერიოდში (სატრანსპორტო კომუნიკაციის შეწყვეტის დღიდან მის აღდგენამდე) გადაუცდებათ ვიზის/ცხოვრების ნებართვის ვადა.

ფრენების ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგენის შემდგომ, იმისათვის, რომ ამ პირებზე არ გავრცელდეს ჯარიმები, უშუალოდ მათ ქვეყანასთან სატრასპორტო კომუნიკაციის აღდგენის შემდეგ, არაუგვიანეს 1 თვის ვადაში უნდა დატოვონ თურქეთის ტერიტორია”, –  ნათქვამია თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები